უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში რომელიმე ქუჩას ან სკვერს ჯონ მაკკეინის სახელი? - გამოკითხვის შედეგი ცნობილია
03-09-2018
უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში რომელიმე ქუჩას ან სკვერს ჯონ მაკკეინის სახელი? - გამოკითხვის შედეგი ცნობილია
Ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, თბილისში ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩის ან სკვერის გახსნის თაობაზე მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები თანაბრად გაიყო.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში რომელიმე ქუჩას ან სკვერს ჯონ მაკკეინის სახელი, გამოკითხვაში მონაწილეთა 47 %-მა აირჩია კატეგორია: "დიახ, უნდა მიენიჭოს", ასევე 47 %-მა კი კატეგორია: "არ უნდა მიენიჭოს". დანარჩენმა 6 %-მა განაცხადა, რომ უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 44 698-მა
პირმა მიიღო.



simartle
05 სექტემბერი 2018 03:07
Tbilisel
ისე თბილისსაც მოუხდებოდა რამოდენიმე ცვლილება:
კიევის ქუჩა გადაკეთდეს დედ ხასანას სახელობის ქუჩად
დედაენის ბაღი გადაკეთდეს აღაიანის სახელობის სკვერად(აი,იმ ქურდის ძმის საპატივცემულოდ,ბოლოსდაბოლოს რესტორანი ჰქონდა მანდ გახსნილი)
რა ვიცი,თბილისია თუ ბათუმი,ყველგან თითო როგოზინ-ჟირინოვსკის სკვერი როგორ დაგვამშვენებდა.
უსინდისო და უთავმოყვარე ერს არც ლავროვის და გენერალ გრაჩოვის სახელობის პროსპექტები არაფერს დაუშავებს.
რა დროს მაკკეინია,ტაშფანდურის დრო დადგა საქართველოში.
Tbiliseli
04 სექტემბერი 2018 11:27
qutaiseli-ო. მართალი ხარ ოღონდ ვაკეზე. კი, ჯობია ცნობილი ქართველების სახელი ეწოდოს ქუჩებს ჩვენს ქალაქებში. მაგ. კარგი იქნებოდა ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას ტარიელ ონიანის სახელი მინიჭებოდა. ის საქვეყნოთ ცნობილი ქართველია, თანაც ქუთაისელი. რაც შეეხება მაკეინის საკითხს, ეს რა მოსატანია ონიანთან. თუმცა ის ამერიკისა და საქართველოს გმირად არის შერაცხული. ცნობილი სენატორია. ჭომელო თუ საღორიელო, დამისახელე ერთი უცხოტომელი მაინც, ვისი სახელიც ეწოდა თბილისში ქუჩას და ის ამას არ იმსახურებდა. მერე კი ვიკამათოთ. მოსულა? დავაი აბა...
მაკრინე
03 სექტემბერი 2018 20:29
არ ყოფილა როგორც ეტყობა სრული გამოკითხვა.განა საქართველოში არ გვყავს სახელოვანი ხალხი მათი სახელი რომ მივანიჩოთ?

რედაქტორის რჩევით