უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში რომელიმე ქუჩას ან სკვერს ჯონ მაკკეინის სახელი? - გამოკითხვის შედეგი ცნობილია - კვირის პალიტრა

უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში რომელიმე ქუჩას ან სკვერს ჯონ მაკკეინის სახელი? - გამოკითხვის შედეგი ცნობილია

Ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, თბილისში ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩის ან სკვერის გახსნის თაობაზე მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები თანაბრად გაიყო.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოში რომელიმე ქუჩას ან სკვერს ჯონ მაკკეინის სახელი, გამოკითხვაში მონაწილეთა 47 %-მა აირჩია კატეგორია: "დიახ, უნდა მიენიჭოს", ასევე 47 %-მა კი კატეგორია: "არ უნდა მიენიჭოს". დანარჩენმა 6 %-მა განაცხადა, რომ უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 44 698-მა პირმა მიიღო.