სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს
სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ინიციატივით გამოდის, სტაჟირების ინსტიტუტი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, რომ სტაჟირების გავლა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს.

ლევან გოგიჩაიშვილმა ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

"კანონპროექტით ხდება სტაჟირების/პრაქტიკის ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებაში მოქცევა და მისი კანონმდებლობაში ასახვა, რისი საშუალებითაც სხვა დასაქმებულების მსგავსად, სტაჟირების/პრაქტიკის ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლებები დაცული იქნება", - ნათქვამია პარლამენტის განმარტებით ბარათში.

"სახელმწიფოს აქვს არასისტემატური ხედვა სტაჟირებასთან დაკავშირებით. ადამიანებს, რომლებიც სტაჟირებას გადიან, ეს არ ეთვლებათ სამუშაო გამოცდილებად
და ეს ძალიან ცუდია. ვთავაზობთ სახელმწიფოს, რომ შეიქმნას სისტემა, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები და მივცეთ ამ ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი შრომა არ იქნება ექსპლუატირებული. დღევანდელი მდგომარეობით, სტაჟიორებისთვის ეს პერიოდი სამუშაო გამოცდილების პერიოდის თვალსაზრისით არის დაკარგული და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ადამიანის მიერ გავლილი სტაჟირება არავის
აინტერესებს. სტაჟირება უნდა იქნას აღიარებული შრომით გამოცდილებად. მე მგონია, რომ საერთო სურათისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები