მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ახალი საკითხები დაემატება
04-09-2018
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ახალი საკითხები დაემატება
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან რამდენიმე საკითხი ემატება.

კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) ემატება. ჯამში, საუბარია 51 საკითხზე.

მინისტრის ბრძანებას თან ახლავს დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.

იხილეთ ბილეთები და მათი სწორი პასუხები ბმულზე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით