1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, სადაც მოზარდების მკვლელობისთვის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, სადაც მოზარდების მკვლელობისთვის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, თანამდებობა დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბარაბაძემ განუცხადა, მან სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა. ბარაბაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში ის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.