"ეს იყო ჩემი მორალური გადაწყვეტილება" - რატომ გადადგა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი?
04-09-2018
"ეს იყო ჩემი მორალური გადაწყვეტილება" - რატომ გადადგა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი?
პირველი ექსპერიმენტული სკოლის ყოფილი დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ფიგურირებენ, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და აქედან გამომდინარე სურდა თანამდებობის დატოვება. ამასთან, ბარაბაძემ განმარტა, რომ თებერვალში სამეურვეო საბჭომ ის თანამდებობიდან სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მოტივით არ გაათავისფულა.

"ჯერ კიდევ 3 თებერვალს დავწერე
განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა ვინაიდან მე არჩეული ვიყავი დირექტორის თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება. საბჭომ ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში, შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის და რომ არ მომხდარყო კიდევ რაიმე ექსცესი, დავეტოვებინე თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა, დავრჩი
სასწავლო პროცესის დასრულებამდე თანამდებობაზე და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მე ხელმეორედ მივმართე სამეურვეო საბჭოს განცხადებით. ისინი უკვე იძულებულები გახდნენ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. მე შემეძლო არ მიმემართა გადადგომის თხოვნით სამეურვეო საბჭოსთვის, თუმცა ეს იყო ჩემი მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება", - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით