"ორი ღორი და ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა..." - ვის ეკუთვნოდა პირველი ავტომობილი საქართველოში - კვირის პალიტრა

"ორი ღორი და ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა..." - ვის ეკუთვნოდა პირველი ავტომობილი საქართველოში

საქართველოში პირველი ავტომანქანა 1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გოთუამ ჩამოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ "როლს როისის" მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით.

როგორც სენაკის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია livepress.ge-ს უყვება, ეს ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე. მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა. ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი და ეტლი.

"საათნახევარი უნდებოდა გზის გავლას და ნახევარი საათი სადგურებში ჩერდებოდა, მაგრამ გვათუას მალე გამოუჩნდა კონკურენტები, მეფურგუნეებისა და მეეტლეების სახით, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობდნენ. მათ უჩივლეს გვათუას მთავარმმართებლის წინაშე. ისინი წერდნენ, რომ მანქანა ბევრ უბედურ შემთხვევას იწვევდა, ამიტომ სიჩქარის შეზუდვა მოითხოვეს. საჩივრების შემდეგ გვათუა იძულებული გახდა, 12 კილომეტრის საათის სიჩქარით ემოძრავა" - ამბობს ედიშერ ბაღათურია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში მოიპოვება 1908 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული „სავაჭრო გაზეთის“ ფოტოსურათები, სადაც წერია, რომ მანქანას ორი ღორი და ერთი ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი კი არ ყოფილა.

„არავითარი უბედური შემთხვევა ადამიანის მხრივ არა ყოფილა, იმის გარდა, რომ ამ ორის კვირის წინად ავტომობილმა გასრისა ორი ღორი და ერთიც ძაღლი. მაგრამ ამის პასუხისმგებელიც, რასაკვირველია, ავტომობილის პატრონია. ამ შუა ოქტომბერში კი, როცა ავტომობილი ერთ სადგურზე იყო გაჩერებული, ვიღაც ბოროტ-გამზრახველმა შინა (ავტომობ. თვალის რეზინი) გასჭრა, რის გამოც ავტომობილის მიმოსვლა ათი დღით შეჩერებული იყო განაგრძეთ კითხვა