"ორი ღორი და ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა..." - ვის ეკუთვნოდა პირველი ავტომობილი საქართველოში
04-09-2018
"ორი ღორი და ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა..." - ვის ეკუთვნოდა პირველი ავტომობილი საქართველოში
სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა 1901 წელს, სე­ნაკ­ში მცხოვ­რებ­მა აზ­ნა­ურ­მა ვარ­ლამ გო­თუ­ამ ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ "როლს რო­ი­სის" მარ­კის იყო, რომ­ლი­თაც მგზავ­რო­ბა 12 ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო. მოძ­რა­ობ­და და­ახ­ლო­ე­ბით 25 კი­ლო­მეტრ სა­ა­თის სიჩ­ქა­რით.

რო­გორც სე­ნა­კის მე­რის თა­ნა­შემ­წე ედი­შერ ბა­ღა­თუ­რია livepress.ge-ს უყ­ვე­ბა, ეს ავ­ტო­მან­ქა­ნა იყო პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მე­ქა­ნი­კუ­რი ტრან­სპორ­ტი სე­ნა­კი-ზუგ­დი­დის გზა­ზე. მისი ფასი ერთი მა­ნე­თი და ოცი კა­პი­კი ყო­ფი­ლა. ოცი კა­პი­კით მეტი, ვიდ­რე დი­ლი­ჟან­სი და ეტლი.

"სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი უნ­დე­ბო­და გზის გავ­ლას და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სად­გუ­რებ­ში ჩერ­დე­ბო­და, მაგ­რამ
გვა­თუ­ას მალე გა­მო­უჩ­ნდა კონ­კუ­რენ­ტე­ბი, მე­ფურ­გუ­ნე­ე­ბი­სა და მე­ეტ­ლე­ე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ამ გზა­ზე მოძ­რა­ობ­დნენ. მათ უჩივ­ლეს გვა­თუ­ას მთა­ვარმ­მარ­თებ­ლის წი­ნა­შე. ისი­ნი წერ­დნენ, რომ მან­ქა­ნა ბევრ უბე­დურ შემ­თხვე­ვას იწ­ვევ­და, ამი­ტომ სიჩ­ქა­რის შე­ზუდ­ვა მო­ი­თხო­ვეს. სა­ჩივ­რე­ბის შემ­დეგ გვა­თუა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 12 კი­ლო­მეტ­რის სა­ა­თის სიჩ­ქა­რით ემოძ­რა­ვა" - ამ­ბობს ედი­შერ ბა­ღა­თუ­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის
ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში მო­ი­პო­ვე­ბა 1908 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ცე­მუ­ლი „სა­ვაჭ­რო გა­ზე­თის“ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, სა­დაც წე­რია, რომ მან­ქა­ნას ორი ღორი და ერთი ძაღ­ლი გა­უ­ტა­ნია, ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი კი არ ყო­ფი­ლა.

„არა­ვი­თა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ადა­მი­ა­ნის მხრივ არა ყო­ფი­ლა, იმის გარ­და, რომ ამ ორის კვი­რის წი­ნად ავ­ტო­მო­ბილ­მა გას­რი­სა ორი ღორი და ერ­თიც ძაღ­ლი. მაგ­რამ ამის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ავ­ტო­მო­ბი­ლის პატ­რო­ნია. ამ შუა ოქ­ტომ­ბერ­ში კი, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლი ერთ სად­გურ­ზე იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ვი­ღაც ბო­როტ-გამ­ზრახ­ველ­მა შინა (ავ­ტო­მობ. თვა­ლის რე­ზი­ნი) გას­ჭრა, რის გა­მოც ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­მოს­ვლა ათი დღით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით