"ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ" - პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს
"ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ" - პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს
თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

სასტუმრო "ვერე პალასთან" მედია ფორუმი საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არ არის მედია ფორუმი და ეს არის სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელონ. აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტები შეძახილის "რუსეთი ოკუპანტია" ფონზე შეუშვეს მედია ფორუმზე.

"გვინდოდა მათთვის აგვეხსნა, რომ სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს ჩვენი ტერიტორიებიდან, მანამდე სალაპარაკო არ გვაქვს რუსეთთან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა ცააძემ.

ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, - ამის შესახებ კოლუმნისტმა და მწერალმა დიმიტრი კოსირევმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ვერე პალასთან" განუცხადა, სადაც ამ წუთებში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია
პერფორმანსი იმართება.

როგორც კოსარევმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამიტომ ის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

"ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჯერ კარგად უნდა გავერკვე საკითხში, რომ შემდეგ ამაზე ვწერო ან ვისაუბრო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ. მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში. ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, კონფერენციის პროგრამაში იყვნენ შეყვანილი და მათ შეეძლოთ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ადამიანები არ შემოუშვეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ", - განაცხადა კოსირევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

ალექს
07 სექტემბერი 2018 07:12
რუსეთისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა 50 მილიონიანი საუკუნოვანი სიღატაკის ზღვარს მყოფი მასა,სწორედ ისაა იმპერიალისტური გაფართოების და სხვისის მითვისების მოტორი !
ეგენი იყვნენ სწორედ ადგილობრივი ჩეკისტები,ტროიკები,განმკულაკებლები და დამხვრეტ ცეცხლწამკიდებელი პაგრომშიკები,მათ არ ქონიათ არასოდეს და არც აქვთ საკუთარი ქონება,მიწა, სახლკარი,ამიტომ არიან მოდებული დუნიას ,ლეტუნი,დაბალი კვალიფიკაციის მიწისა და შახტის მუშა ,ლოთი,ბოროტი -ნახეთ გორში მათი თვალები კოვზებს და უნიტაზებს ,ლეიბებს რომ ეზიდებოდნენ ,გერმანელებსაც ნანახი ყავთ ,სხვა ევროპელებს ,ამიტომ უფრთხიან ,თან იმ შახტაში ევროპელი ბურგერი არ ჩავა,ესენი ჩადიან !
ეგენია რუსეთის პრობლემა ,ნიკოლოზამდეც და მის მერეც,არ ეყოლებათ პუტინი,ეყოლებათ სხვა იოსების ხატება ,აქაა ხიბლი,იოსებია პუტინი,პეტრეა,ეკატერინეა ,ამიტომაც ყავს მუშა ორეულები და შვებულების ორეულები !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები