"ასე ვაჩვენებთ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება პუტინის მონებს" - სუფრა და დოლ-გარმონი აქციაზე - კვირის პალიტრა

"ასე ვაჩვენებთ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება პუტინის მონებს" - სუფრა და დოლ-გარმონი აქციაზე

რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე სუფრა გაშალეს, რითაც აქციის მონაწილეების თქმით, აჩვენებენ, როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის საწინააღმდეგო აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

"ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.

აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ" - პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს