"ასე ვაჩვენებთ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება პუტინის მონებს" - სუფრა და დოლ-გარმონი აქციაზე
05-09-2018
რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე სუფრა გაშალეს, რითაც აქციის მონაწილეების თქმით, აჩვენებენ, როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის საწინააღმდეგო აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

"ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.

აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ
დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.


ელგუჯა
06 სექტემბერი 2018 20:13
რა ქაჯობა იყო ეს დუდუკი.და საერთოდაც, არ არის ეს ქართული მუსიკა,ეს ყველაფერ ქართულზე დაცინვაა,ვითომ "ქალაქურიაო"', ვაი თქვენს პატრონს.ქარაქუცა პატრიოტებო თქვენა.კი,რუსეთი ოკუპანტია,მაგრამ თქვენ ვის დაკარგვიხართ საერთოდ.

რედაქტორის რჩევით