იხილეთ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომელზეც ფოთში მომხდარი აფეთქების მომენტი ჩანს - კვირის პალიტრა

იხილეთ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომელზეც ფოთში მომხდარი აფეთქების მომენტი ჩანს

ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

გთავაზობთ სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, რომელზეც ფოთში მომხდარი აფეთქების მომენტი ჩანს

ვიდეოს ავტორი მაიკო ძაგანია