"გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­ი­ზარ­და, რა მოხ­და, არა­ფე­რი ვი­ცით" - ვინ არის ფოთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­ი­ზარ­და, რა მოხ­და, არა­ფე­რი ვი­ცით" - ვინ არის ფოთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი?

ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი, 42 წლის რომან სიჭინავაა. გარდაცვლილის მეზობლებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

"განათლებული და კეთილი ბიჭი იყო. გაჭირვებაში გაიზარდა, რა და როგორ მოხდა, ჩვენ არაფერი ვიცით. არ მუშაობდა, დედ-მამის პენსიით ცხოვრობდა პატიოსნად", - განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეზობელმა ლორა ბერულავამ.

ფოთში გამთენიისას, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის, ერთი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავდა სამი პირი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი შემთხვევითი გამვლელი იყო.