51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
51- ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია აცხადებს, რომ ის აღნიშნულ სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს.

ამის შესახებ ყენიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ყენია აცხადებს, მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ რომ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ასევე, დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ასევე უნდა
დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.

ხორავას ქუჩაზე 11-ე კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს. ცნობისთვის, გუშინ, თანამდებობიდან ასევე გადადგა პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ხათუნა ბარაბაძეც.
lia
06 სექტემბერი 2018 14:50
სწორი გადაწყვეტილებაა სამწუხაროდ ეს ქალბატონი ვერ არჩევდა სკოლაში ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს და ცელქებს, ხოლო დირექტორი კი გასაგდებია სკოლიდან თუ კარგად შეამოწმებენ ამას მიხვდებიან, ბალაგანი აქვს სკოლაში მექრთამე პედაგოგებით არის სკოლა სავსე გადაამოწმეთ ცოდნის დონე და შეფასებებიდან მიხვდებით. რომელ წესრიგზე ვლაპაროკობთ ხალხნო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები