სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც თურქეთის მოქალაქე დედა-შვილს დაეცა - კვირის პალიტრა

სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც თურქეთის მოქალაქე დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც თურქეთის ორ მოქალაქეს - დედა-შვილს დაეცა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

თურქეთის ორ მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო ქართველ მუშას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"