"მეუღლე მეწინააღმდეგებოდა, ასე ბიჭი გაუნათლებელი დაგვრჩებაო" - რას ჰყვება შვილზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"მეუღლე მეწინააღმდეგებოდა, ასე ბიჭი გაუნათლებელი დაგვრჩებაო" - რას ჰყვება შვილზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა?

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენთან, რაფაელ ნადალთან ღირსეული დაპირისპირების შემდეგ, მისი გულშემატკივრების რიცხი დღითიდღე მატულობს. თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდა წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ექსკლუზიურ ინტერვიუში ნიკოლოზის მამა, ნოდარ ბასილაშვილი ესაუბრება:

- 5 წლის ასაკიდან ნიკოლოზმა თქვენთან ერთად დაიწყო ჩოგბურთზე სიარული, ფიქრობდით, რომ მისი პროფესიული არჩევანი ამ სპორტზე შეჩერდებოდა?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ნიკა პატრაობიდან ცურვაზეც დამყავდა და იპოდრომზე ცხენებზეც ჯირითობდა, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტს ჩოგბურთზე ვაკეთებდი. პატარაობიდან ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი იყო გოგა სანთელაძე და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი.

- როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?

- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა.

12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ვინ არის წარმატებული ქართველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული