"მენატრება მამა, რომელიც ადრე გარდამეცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო"
05-09-2018
"მენატრება მამა, რომელიც ადრე გარდამეცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო"
PalitraNews-ის რუბრიკა "ბლიცინტერვიუში" კითხვებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ამჯერად კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პასუხობს, გთავაზობთ ამონარიდებს.

- როცა მატყუებენ...
- როცა მატყუებენ, ძირითადად, არანაირად არ ვრეაგირებ იმიტომ, რომ ვინც მატყუებს ეს მისი პრობლემაა, თუ რაღაცა პრევენციული ზომები არ არის მისაღები, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ვმოქმედებ საერთოდ, ტყუილი არის იმ ადამიანის ტვირთი, ვინც იტყუება.

- ბოროტება არის...
- ბოროტება არის ადმინისთვის ტკივილის მიყენება მიზანმიმართულად. ჩვენს სამართალში გვაქვს გაუფრთხილებლობით
ცადენილი დანაშაული და განზრახ. ძალიან დიდი სხვაობაა ამ ორს შორის. განზრახ ჩადენილი ქმედება, ტკივილის მიყენება, დაშავება არის ბოროტება და ამას სერიოზული სანქცია უნდა მოსდევდეს.

- ჩემი კომფორტისთვის აუცილებელია...
- მე ისეთ გაჭირვებაში გავიზარდე, რომ შუქი, წყალი, საჭმელი არ გვქონდა და გაცხელებული პური გვქონდა კვირაობით. ამიტომ ჩემი
კომფორტისთვის უცებ შემიძლია არაფერი მქონდეს. წიგნი, მზე, კალამი, ეს მოთხოვნილებები შეიძლება უცებ დავწიო იმიტომ, რომ რეალურად როგორც ყველა 90-იანელი ალბათ, სასწაულ სიღარიბეს ვარ გადარჩენილი.

- მენატრება...
- მენატრება მამა, შედარებით ადრე გარდამეცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.



Georgian people
08 სექტემბერი 2018 15:40
მშობლები ყველას გვენატრება, კარგები იყვნენ, ჩვენც ღირსეული შვილები ვყავდით
mikheil kopaleishvili
07 სექტემბერი 2018 20:48
ულამაზესი ქალბატონი. ზალიან მინდა რომ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. წარმატებები ანა
გიორგი
06 სექტემბერი 2018 19:36
ყველაზე მეტად წარმოვიდგენ ამ ქალს საქართველოს პრეზიდენტად, არაჩვეულებრივი ქალია,ჭკვიანი,განათლებული, და ძალიან ლამაზი.

რედაქტორის რჩევით