ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარია
05-09-2018
ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარია
ატენის ხეობაში, ტყის მასივში, ცეცხლის ორი კერაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

"ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე
ადგილზე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?