ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარია - კვირის პალიტრა

ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარია

ატენის ხეობაში, ტყის მასივში, ცეცხლის ორი კერაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

"ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"