ზურაბ წერეთელი მომღერალ იოსიფ კობზონის ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას გეგმავს - კვირის პალიტრა

ზურაბ წერეთელი მომღერალ იოსიფ კობზონის ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას გეგმავს

რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის ზურაბ წერეთლის განცხადებით, წლის ბოლომდე მომღერალ იოსიფ კობზონის 2,4-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას გეგმავს.

"ახლა ვმუშაობ ქანდაკებაზე, რომელიც დაწყებით ეტაპზე თვით კობზონსაც ვაჩვენე და ძალიან მოეწონა. ქანდაკების სიმაღლე დაახლოებით 2,4 მეტრი იქნება. შესაძლოა, წლის ბოლომდე დავამთავრო", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ქანდაკება, სავარაუდოდ, ხელოვნებათა გალერეაში განთავსდება, თუმცა, თუ შესაბამისი ინიციატივა იქნება, მზად არის ის მოსკოვის რომელიმე ქუჩაზეც დადგას.