"ძლიერი და მზრუნველი მამაკაცი მჭირდება" - კვირის პალიტრა

"ძლიერი და მზრუნველი მამაკაცი მჭირდება"

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"წლევანდელი ზაფხული სხვებისგან არ გამოირჩეოდა - დიდად არ დამისვენია. ახალი სამუშაო სეზონის დაწყებამდე, რაჭაში 3 დღით დასვენება მოვასწარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრისგან მოწყვეტილმა დავისვენე - სულიერად, მორალურად... ეს 3 დღე ჩემთვის საკმარისი იყო..."

"მყავს ბიშონ ფრიზეს ჯიშის ძაღლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. პატარა, თეთრი, უსაყვარლესი არსებაა. მან ცხოვრება სხვაგვარად გამიფერადა. მართლა ძალიან თბილი და საყვარელია. ოთხფეხა მეგობარი ხშირად მყოლია, თუმცა სამწუხაროდ, სახლში არასოდეს ამიყვანია, რადგან დედას, ცოტა არ იყოს, ძაღლების მიმართ შიში აქვს. ეს ერთადერთი ძაღლუკაა, რომელიც დედაჩემმაც შეიყვარა..."

"აბსოლუტურად ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. მთავარია, მათ ეს ესმოდეთ. მეც ქალების ამ კატეგორიას განვეკუთვნები. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, გარეგნულადაც სასურველი ვიყო. მაგალითად, როგორც თავად მომეწონებოდა საკუთარი თავი, ვცდილობ, ისე გამოვიყურებოდე..."

"სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ძლიერი მამაკაცი მჭირდება. როგორც ყველა ქალს, მეც მსურს - მზრუნველი, თავის პროფესიაში მიზანდასახული იყოს, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდეს და ა.შ."

იხილეთ ასევე: ზღაპრული, სკანდალური, ხანმოკლე... ქორწინებები და ულამაზესი ქართველი პატარძლები (ფოტოგალერეა)

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი