"ძლიერი და მზრუნველი მამაკაცი მჭირდება"
"ძლიერი და მზრუნველი მამაკაცი მჭირდება"
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"წლევანდელი ზაფხული სხვებისგან არ გამოირჩეოდა - დიდად არ დამისვენია. ახალი სამუშაო სეზონის დაწყებამდე, რაჭაში 3 დღით დასვენება მოვასწარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრისგან მოწყვეტილმა დავისვენე - სულიერად, მორალურად... ეს 3 დღე ჩემთვის საკმარისი იყო..."

"მყავს ბიშონ ფრიზეს ჯიშის ძაღლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. პატარა, თეთრი, უსაყვარლესი არსებაა. მან ცხოვრება
სხვაგვარად გამიფერადა. მართლა ძალიან თბილი და საყვარელია. ოთხფეხა მეგობარი ხშირად მყოლია, თუმცა სამწუხაროდ, სახლში არასოდეს ამიყვანია, რადგან დედას, ცოტა არ იყოს, ძაღლების მიმართ შიში აქვს. ეს ერთადერთი ძაღლუკაა, რომელიც დედაჩემმაც შეიყვარა..."

"აბსოლუტურად ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. მთავარია, მათ ეს ესმოდეთ. მეც ქალების ამ კატეგორიას განვეკუთვნები.
უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, გარეგნულადაც სასურველი ვიყო. მაგალითად, როგორც თავად მომეწონებოდა საკუთარი თავი, ვცდილობ, ისე გამოვიყურებოდე..."

"სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ძლიერი მამაკაცი მჭირდება. როგორც ყველა ქალს, მეც მსურს - მზრუნველი, თავის პროფესიაში მიზანდასახული იყოს, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდეს და ა.შ."


ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

თერჯოლელი
08 სექტემბერი 2018 09:04
მართლა ძლიერს თუ ეძებ -ჩვენთან არის სოფელში:ამირანი მაგარი ,ძლიერი,ახოვანი,ბეჭებით 400 კილოიან ხარს წევს მაღლა,თუ ისურვებ შეგვეხმიანე.
ილკარი
08 სექტემბერი 2018 01:44
ვერვხდები რატომ უნდათ ასეთ წარმატებულ და ლამაზ გოგოებს ფულიანი კაცები... ვთქვათ ნახე ასეთი და გიყიდა იმანაც ფერარი... ივლი თბილისში წითელი ფერარით და მერე, მერე რაა??? რა და არც არაფელიიი...
Ggg
08 სექტემბერი 2018 00:42
Rom momconde Miamshi camogikvandi da kvela survils agisrulebdi,rac odesme giocnebia,Magram.......
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები