"ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა" - კვირის პალიტრა

"ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა"

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული გოგა სიგუას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის გულ-მკერდის არეში, თავის ტვინზე და ჰემატომის მოცილება, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია წინა მხრის დონეზე. გრძელდება ინტენსიური თერაპია", -აღნიშნა სულხან ორჟონიამ.

გუშინ ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა , სამი კი დაშავდა.