"დედას ველოდებოდი, შემპირდა, ვიშოვი რამენაირად კაბას, არ ინერვიულო, და მოვალო"
"დედას ველოდებოდი, შემპირდა, ვიშოვი რამენაირად კაბას, არ ინერვიულო, და მოვალო"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 25 წლის ანა ქარდავას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ანი ქარდავა, 25 წლის, გალი

"ძალიან პატარა ვიყავი გალი რომ დავტოვეთ, სადღაც წლის და 8 თვის, ამიტომ სახლის დატოვების მომენტი და მგზავრობა კარგად არ მახსოვს. მახსოვს თბილისში ჩვენი ცხოვრება როგორი იყო, როცა ჩამოვედით.

მახსოვს 14 ლარზე რიგში დგომა, რომ წყალი არ გვქონდა, რომ 2 გაჩერება უნდა გევლო ფეხით წყლის მოსატანად. მახსოვს, მამაჩემის წასვლა რუსეთში სამუშაოს მოსაძებნად, დეიდაჩემის წასვლა
თურქეთში, ასევე, სამუშაოდ. მახსოვს, ჩემი ძმა, რომელიც მაშინ 14 წლის იყო და თანხის გადახურდავების ჯიხურში მუშაობდა. მთელი ოჯახი მისი შემოსავლით ვცხოვრობდით. მოგვიანებით, მდგომარეობა უფრო გაუარესდა, მამაჩემი ვერაფერს გვიგზავნიდა, დეიდაჩემის გამოგზავნილი თანხით კი მე, დედა და ჩემი 3 ძმა ვერ ვიცხოვრებდით, ამიტომ მე, დედა და ჩემი
უმცროსი ძმა თბილისში დავრჩით, ჩემი ორი ძმა კი თურქეთში წავიდა დეიდაჩემთან სამუშაოს საპოვნელად. ერთი 15 წლის იყო, მეორე 17-ის. მახსოვს, მათი წასვლის შემდეგ დედა დაახლოებით 2 თვე ტიროდა. ნერვიულობდა და ცუდად იყო, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია დალაგდა და დედამაც სხვანაირად დაიწყო ფიქრი.


ჩემი ძმები თეთრეული „დო-რე-მი“-ს (ახლანდელი „თაჩი“) საწყობში მუშაობდნენ. უფროსი ძმა იხსენებს ხოლმე, რომ ძალიან მინდოდა იმ ბიჭებივით ვყოფილიყავი, საღამოობით მეგობრებთან ერთად რომ დასეირნობდნენ მშვიდად ქუჩაშიო, მაგრამ ეს ფუფუნება იყო ჩემთვის, რადგან დღეში 12 საათს ვმუშაობდიო.

ჩემი ძმა დღეს "თაჩი"-ს გენერალური დირექტორია მოსკოვში.
არცერთს ბავშვობა არ ჰქონდათ, სულ მუშაობდნენ, სულ ჩვენ გვარჩენდენ და ჩვენთან აგზავნიდნენ გამომუშავებულ თანხას, ალბათ, ამიტომაცაა, რომ უფროსი ძმა დღემდე შვილების სათამაშო მანქანებით თამაშობს ხოლმე, რადგან ის პერიოდი, როდესაც ბავშვურად უნდა ეცხოვრა, მას არ ჰქონია.

წასვლიდან დაახლოებით 7 წელიწადში დაბრუნდნენ უკან და დღემდე ვგრძნობ იმას, რაც ამ წლებმა დააკლო ჩვენს ურთიერთობას. ისეთი და-ძმური ურთიერთობა, ახლო და მჭიდრო ვეღარ გვაქვს. ძალიან ბევრი დაგვაკარგვინა იმ 7-მა წელმა, თუმცა, ფაქტია, გადაგვარჩინა კიდეც.

ამ რთული პერიოდიდან ჩარჩენილი მაქვს ერთი მოგონება: ბაღში საახალწლო წვეულება გვქონდა, მე წითელქუდას როლი მერგო და მასწავლებელმა მკაცრად დაიბარა, რომ წითელი კაბით და ქუდით მივსულიყავი. ძალიან გვიჭრიდა მაშინ, ჩემი ძმები ახალი წასულები იყვნენ თურქეთში, იყო დღეები პურის ფული სანატრელი გვქონდა, ამიტომ, როგორც ბავშვი, ძალიან განვიცდიდი, რომ წვეულებაზე შეიძლებოდა სხვების მსგავსად შესაბამისად ჩაცმული ვერ მივსულიყავი. მახსოვს, ბაღში ვიჯექი ერთ-ერთ ოთახში, გარშემო დედები შვილებს აცმევდნენ, პრანჭავდნენ, თმებს უკეთებდნენ. მე სკამზე ვიჯექი მარტო და დედას ველოდებოდი, რომელიც შემპირდა ვიშოვი რამენაირად კაბას, არ ინერვიულო, და მოვალო. მახსოვს, გადალაპარაკებები, რომ დევნილი ვიყავი და ძალიან გვიჭირდა. ძალიან ვღელავდი, მეგონა, დედამ ვერ მიშოვა კაბა, მაგრამ მეხსიერებაში კარგად მაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა ოთახში დედა დავინახე წითელი კაბით და ქუდით ხელში.“

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან
123
09 სექტემბერი 2018 13:53
კარგით რა. თბილისელელებისც მიდიოდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ და მეც მეცვა ზეიმზე სხვისი არასაზეიმო კაბა , რომლის გამოც უკანა რიგებში დამაყენეს :D არაფრით განსაკუთრებული ისტორიაა 90 იანებისთვის. კარქიიიიი. უმჯობესია ისეთ ხალხზე წეროთ 90 იანებში დედები რომ უკიდურესი გაჭირვების გამო ამერიკაში წავიდნენ და პატარა გოგოებს და ბიჭებს მთელი ოჯახის მოვლა დააწვა თავზე. მერე ამ გოგოებმა ისწავლეს და ძაან წარმატებული და საამაყო ქალები და კაცები არიან .
მაკო
09 სექტემბერი 2018 11:56
"არ არსებობს"-ს ვეთანხმები. და კიდევ ერთი--- წითელქუდას როლი მთავარი როლია ზღაპარში და მას "კაცთმოძულე ,მშობლები" ასე იოლად არ დათმობნენ, პატივისცემა და სიყვარული რომ არ ჰქონოდათ ერთმანეთის მიმართ. რაც შეეხება გაჭირვებას, მაგ პერიოდში არავის ულხინდა, მაგრამ როგორც შეგვეძლო და რითაც--ერთმანეთს ვეხმარებოდით. ჩემი ძმა თბილისიდან მოხალისედ წავიდა აფხაზეთში და ყველაზე გვიან გამობრუნდა სოხუმიდან--ჭუბერზე აცილებდა ხალხს, როცა სახლში დაბრუნდა, სხეულზე ტანსაცმლოს ნაცვლად ნაფლეთები ეკიდა. დღეს ის ცოცხალი აღარაა, რადგან მაშინდელმა სტრესმა ნაადევად მოუსწრაფა სიცოცხლე.
დარიკო
09 სექტემბერი 2018 09:19
მაშინ ისეთი დრო იყო დევნილებზე არანაკლებ გვიჭირდა თბილისელებს.მეზობლად დევნილები გვყავდა,ჰუმანიტარულ დახმარებას რომ მიიღებდნენ,ფქვილით და შაქარით გვეხმარებოდნენ,ხოლმე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები