"ჩვენი მილოდინი არ გამართლდა" - რას ამბობს ავთანდილ ხურციძის დედა? - კვირის პალიტრა

"ჩვენი მილოდინი არ გამართლდა" - რას ამბობს ავთანდილ ხურციძის დედა?

ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი ახლაც არ მეპარება, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის ოჯახის წევრებისთვის ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ მეპარება, თვითონაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.