"ჩვენი მილოდინი არ გამართლდა" - რას ამბობს ავთანდილ ხურციძის დედა?
08-09-2018
"ჩვენი მილოდინი არ გამართლდა" - რას ამბობს ავთანდილ ხურციძის დედა?
ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი ახლაც არ მეპარება, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის ოჯახის წევრებისთვის ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ მეპარება, თვითონაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური
სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



nana
08 სექტემბერი 2018 20:39
გაინძრეს ვისაც შეუძლია მთავრობიდან და ნება იბოძონ გადმოიყვანონ საქართველოში,იქ რაც მოხდა ციხეში ბოლო დროს წარმოუდგენელია უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო,ეს მას სპეციალურად მოუწყეს ,ვინ გაუკეთა?ვისაც არ აწყობს მისი გარეთ ყოფნა_ეს აშკარაა მის საქმიანობას,სპორტს უკავშირდება.არ თქვათ ეხლა ამერიკაშია და სასამართლოზე არაფერი ჭრისო.მიხედეთ საკუთარ მოქალაქეს,გაინძერით.

რედაქტორის რჩევით