ვინ იყო ვაზიანში ავარიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცი - კვირის პალიტრა

ვინ იყო ვაზიანში ავარიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცი

ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 26 წლის ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ 7 სექტემბერს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული, ვაზიანში არსებულ სასროლეთზე სწავლების მიზნით იმყოფებოდა და შემთხვევა სწავლების დასრულების შემდეგ მოხდა:

"როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი 26 წლის იყო. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. გაგრძელება