"ზედმეტს არასდროს არავინ მეუბნება. იციან, მე თუ არ მინდა, არ უნდა შემაწუხონ"
08-09-2018
"ზედმეტს არასდროს არავინ მეუბნება. იციან, მე თუ არ მინდა, არ უნდა შემაწუხონ"
"აქ რაიმე შემოთავაზება ყოველთვის არახელსაყრელია. საქართველოში შრომა არ ფასდება, მით უმეტეს, მოდელის"

წარმატებული მოდელი, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულიც, ასევე მუსიკოსი, რომელსაც ურჩევდნენ, კონსერვატორიაში ჩაებარებინა (ამ სფეროში დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებდნენ), მომავალი ექიმი - კრისტინა კეკუტია ამჯერადაც მიიწვიეს მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩინეთში გაიმართება; თუმცა ამჯერად, ის არა საქართველოს, არამედ იტალიას წარადგენს, რაც მოდელს ცოტა არ იყოს, აშფოთებს, მაგრამ შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზეზიც ვერ იპოვა. იმედია, კრისტინა წარმატებას
მიაღწევს ამ კონკურში და არა მარტო იტალიელებს, არამედ ქართველებსაც გვასახელებს.

- მივემგზავრები ჩინეთში, ოღონდ ამჯერად იტალიის სახელით გამოვალ. თავიდან ამ კონკურსზე მქონდა შემოთავაზება, რომ საქართველოდან წარვედგინეთ, მაგრამ მალევე ითხოვდნენ პასუხის გაცემას, მე კი ისეთ სიტუაციაში ვიყავი, დარწმუნებული არ გახლდით, შევძლებდი თუ არა გამგზავრებას იმ დროს.
მერე, როცა უკვე მივხვდი, რომ პრობლემა არ შემექმნებოდა, დავურეკე ჩემს აგენტს და ვუთხარი, რომ კონკურსში მონაწილეობას შევძლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დავაგვიანე, ვეღარ გაგიყვანთო. მეწყინა, შანსი რომ გავუშვი ხელიდან... რამდენიმე დღეში ისევ დამირეკეს და ამჯერად იტალიის წარდგენა შემომთავაზეს. რთული და უჩვეულო აღმოჩნდა ჩემთვის, სხვა ქვეყნის სახელით კონკურსზე გასვლა. თავიდან ამ ფაქტმა დამაბნია და ცოტაოდენი დრო ვითხოვე დასაფიქრებლად. საბოლოოდ, შემოთავაზებას დავთანხმდი. ხალხის რეაქციის მეშინოდა, თუმცა როცა ახლობლებს ამ შემოთავაზების შესახებ გავენდე, ყველამ ის მითხრა, - დიდი პატივია, როცა უცხო სახელმწიფო ნდობას გიცხადებს და გთავაზობს, მისი სახელით გახვიდე კონკურსზე, ამიტომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოო.

- როგორ ფიქრობ, იტალიელებმა შენ რატომ შეგარჩიეს? თავადაც ხომ ბევრი ლამაზი ქალბატონი ჰყავთ...
- კონკრეტულ აგენტებს, რომლებიც კონკურსში არიან ჩართულები, რამდენიმე იტალიელ მოდელთან ჰქონდათ ურთიერთობა, რომლებიც სავარაუდოდ, დაიწუნეს და მერე, როცა უცხოელის არჩევაზე მიდგა საქმე, ალბათ მოდელების სიას გადახედეს, ნახეს, ვის რა წარმატება ჰქონდა და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთეს. თანაც, მარტო გარეგნობა არ აინტერესებთ. ბევრი გოგოა ძალიან ლამაზი, მაგრამ გამოცდილებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, შენი თავის საუკეთესო კუთხით წარდგენა უნდა შეგეძლოს; განათლებაც უნდა გქონდეს და რაიმე ნიჭიც, რომ ე.წ. ტალანტების შოუზეც მიაღწიო წარმატებას. მოკლედ, ბევრ რამეს ითვალისწინებენ.

- იტალიაში ხარ ნამყოფი?
- კი, ბევრჯერ. სხვათა შორის, არჩევანი მქონდა უკრაინასა და იტალიას შორის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იტალიურ კულტურას უფრო ვიცნობ, ვიდრე მეზობელი უკრაინისას, სადაც ნამყოფიც კი არ ვარ.

- როგორ ემზადები ამ კონკურსისთვის?
- ვამზადებ რამდენიმე მუსიკალურ ნომერს, რადგან არ ვიცი, იქ რა დამჭირდება. იტალიურ და ინგლისურენოვან სიმღერაზე ვმუშაობ, ასევე საფორტეპიანო ვერსიასაც ვამუშავებ - მე ხომ პიანისტი ვარ და შემიძლია, ამ კუთხითაც წარმოვაჩინო თავი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა შესაძლებლობა სცენაზე როიალის გატანის. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. გაგრძელება
გეოგრაფია
09 სექტემბერი 2018 06:12
უკრაინა მეზობლად არ არის...რამე წაიკითხეთ ხანდახან
ნიაზი
09 სექტემბერი 2018 00:36
იტალიაში ლამაზი ქალის გასაჭირი თუ იყო, არ მეგონა. როგორც ფეხბურთში გადიან ლეგიონერების ხარჯზე, ისე იქნება სილამაზის კონკურსებშიც?

რედაქტორის რჩევით