"ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა" - "ქართული მარში" აცხადებს, რომ მზად არის გააუქმოს ყველა აქცია და პერფორმანსი
09-09-2018
"ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა" - "ქართული მარში" აცხადებს, რომ მზად არის გააუქმოს ყველა აქცია და პერფორმანსი
"იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად", - ამის შესახებ "ქართული მარში" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. ამასთან, "ქართული მარშის" განცხადებაში ნათქვამია, რომ "თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის - მამათმავლობის სიმბოლიკას", მაშინ იძულებულნი იქნებიან "მშვიდობიანად არ დაუშვან ლგბტ ბანდის აქცია".

"მოვუწოდებთ ყველა
ლგბტ-პროვოკატორს - ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს, ლგბტ სამკლაურებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტპზე, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ
კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად.

ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლაურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემტკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის - მამათმავლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ, აღდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ !!!

P.S.იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!", - ნათქვამია "ქართული მარშის განცხადებაში.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და არნემის ვიტესის ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით ითამაშა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. გურამ კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთებას "ქართული მარში" აპროტესტებს.

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. როგორც ცნობილია, "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით