"ქართული მარში" სტადიონზე დღეს დაგეგმილ აქციებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის - კვირის პალიტრა

"ქართული მარში" სტადიონზე დღეს დაგეგმილ აქციებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის, დღეს ლატვიის საფეხბურთო გუნდთან თამაშის დროს დაგეგმილი პერფორმანსები გაუქმდება, - ამის შესახებ "ქართული მარშის"წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის, "ქართული მარშისა"და კიდევ რამდენიმე მოძრაობის წარმომადგენლები სტადიონზე სხვადასხვა სექტორში პერფორმანსებს მოაწყობენ, რაც მათ შორის, შეძახილებშიც გამოიხატება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მოუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვიკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პიზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ",- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

"ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა" - "ქართული მარში" აცხადებს, რომ მზად არის გააუქმოს ყველა აქცია და პერფორმანსი "ინტერპრესნიუსი"