"ძალიან გამიმართლა" - კვირის პალიტრა

"ძალიან გამიმართლა"

მოდელის პროფესიის თავისებურებებზე ამერიკელი მოდელი, 90-იანი წლების გამოცემების ვარსკვლავი ჯენი ბრანტი "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ძალიან გამიმართლა, რადგან 49 წლის ვარ და ჩემი აგენტების წყალობით ისევ ვმუშაობ ამ სფეროში. როცა კარიერას ვიწყებდი, ითვლებოდა, რომ 25 წელი ძალიან დიდი ასაკი იყო მოდელისთვის.

- მსოფლიოში ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი დიზაინერია, თუ გსმენიათ მათ შესახებ?

- საქართველოს შესახებ მსმენია, რადგან მეგობრები მყავს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ვიცი, რომ თბილისი საოცარი და საინტერესო ქალაქია. ერთ დღეს უნდა გესტუმროთ. დიზაინერებს რაც შეეხება, ძალიან მომწონს ბალენსიაგა, დემნა გვასალია და დეივიდ კომა. უნიჭიერესი დიზაინერები არიან.

ნინო წიფურია