ქეთა თოფურია გუფისთან რომანზე პირველად ალაპარაკდა
09-09-2018
ქეთა თოფურია გუფისთან რომანზე პირველად ალაპარაკდა
ქეთა თო­ფუ­რი­ამ ფეს­ტი­ვალ­ზე „ახა­ლი ტალ­ღა“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­სა­ოც­რად სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა. მომ­ღე­რა­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯგუ­ფი­სად­მი A'Studio მი­ძღვნი­ლი შოუს შემ­დეგ ჩა­წე­რეს. ქე­თამ არა მხო­ლოდ იპო­ზი­ო­რა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, არა­მედ - რე­პერ გუ­ფის­თან რო­მან­ზეც ისა­უბ­რა.

"ლი­ო­შას გა­რე­შე ჩა­მო­ვე­დი, არ უყ­ვარს ასე­თი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ვცდი­ლობ­დი, და­მე­თან­ხმე­ბი­ნა, თუმ­ცა არ გა­მო­მი­ვი­და. რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნე­თი გვე­ნატ­რე­ბა, თუმ­ცა ვი­დე­ო­ზა­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბა, მუდ­მი­ვად ვუ­რე­კავთ ერ­თმა­ნეთს. სა­ერ­თოდ, 2-3 დღი­ა­ნი გან­შო­რე­ბე­ბი ნორ­მა­ლუ­რია, კარ­გიც კი არის, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თი გვე­ნატ­რე­ბა," - გა­ნა­ცხა­და
თო­ფუ­რი­ამ.

31 წლის ქე­თა­სა და 38 წლის გუ­ფის (ალექ­სეი დოლ­მა­ტო­ვი) რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წლის წინ გახ­და, რო­დე­საც ტა­ი­ლან­დში ერ­თად გა­ემ­გზავრნენ და­სას­ვე­ნებ­ლად.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2 წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ერ­თად იმუ­შა­ვეს სიმ­ღე­რა­ზე Далеко. თო­ფუ­რია ქმარს ახა­ლი გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, გუფი კი აიზა დოლ­მა­ტო­ვას 2013 წელს
და­შორ­და.

ქე­თას ჰყავს შვი­ლი, სამი წლის ოლი­ვია, გუ­ფის კი - 7 წლის ვაჟი, სამი.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები