გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ლატვიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს. კაშია გულშემატკივარს მოუწოდებს, ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.

"ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება", - განაცხადა კაშიამ.

"ქართული მარში" სტადიონზე დღეს დაგეგმილ აქციებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის