ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები დედა და 7 თვის ბავშვი არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქმეზე დაწყებული გამოძიება.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

"ინტერპრესნიუსი"