60-წლამდე მამაკაცი და მისი რძალი ვენახში მიდიოდნენ, როცა მტაცებელი დაესხათ თავს - ტიბაანში მგლების შემოსევაა - კვირის პალიტრა

60-წლამდე მამაკაცი და მისი რძალი ვენახში მიდიოდნენ, როცა მტაცებელი დაესხათ თავს - ტიბაანში მგლების შემოსევაა

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, 60 წლამდე მამაკაცი და მისი რძალი დილით რთველში მიდოდნენ, რა დროსაც მათ მტაცებელი დაესხათ თავს. ისინი წნორის კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.