"თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლო საგზაო სამუშაოების წარმოება, სიამოვნებით მივიღებ"
"თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლო საგზაო სამუშაოების წარმოება, სიამოვნებით მივიღებ"
თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლო საგზაო სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა იმაზე, შესაძლებელია თუ არა თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშოები სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდეს.

კალაძის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები თბილისში არასდროს განხორციელებულა. მისი თქმით, საგზაო სამუშაოების დროს მათ სხვადასხვა ქუჩებზე ასევე საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყლის მომარაგების და სხვა სახის პრობლემების მოგვარება უწევთ.

შესაბამისად, კალაძის განცხადებით, იმ
ქუჩებზე, სადაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, 15 სექტემბრამდე გზის საფარის პირველი ფენა დაიგება, ხოლო შემდეგ, რამდენიმე დღეში – ასფალტის მეორე ფენა.

"ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს და საცობები ნორმალურია. ამ მასშტაბის სამუშოები არასდროს ჩატარებულა. თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, შევძლო საცობების გარეშე ამ სამუშაოების წარმოება,
დიდი სიამოვნებით მივიღებდი“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, საგზაო სამუშაოების პარალელურად დაიწყებს თუ არა მერია თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ხომ არ შეექმნებათ ამის გამო გადაადგილების პრობლემები მგზავრებს, კალაძემ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მეტროსადგურებშიც დაიწყებენ, თუმცა ამისთვის ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

"სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტროსადგურებში აუცილებლად დავიწყებთ. ველოდებით სამხარაულიდან კონკრეტულ პროექტებზე დასკვნას. მგზავრებს, რა თქმა უნდა, გადაადგილებაში ხელს არ შევუშლით, რადგან შესაძლებელია, რომ სამუშაოები ღამითაც განხორციელდეს", – განაცხადა მერმა.

"ინტერპრესნიუსი"
პუარო
11 სექტემბერი 2018 18:06
შენ დიდი ხარ კახა, ყველასაზე დიდი, უდიდესი...ჯადოსნურ ჯოხზე დიდიც კი....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები