ალი და ნინოს ქანდაკებაზე ამძვრალი მამაკაცი მოქალაქეებს სთხოვდა მარიხუანა მიეწოდებინათ (+ვიდეო)
ალი და ნინოს ქანდაკებაზე ამძვრალი მამაკაცი მოქალაქეებს სთხოვდა მარიხუანა მიეწოდებინათ (+ვიდეო)
ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ.

"შევატყობინეთ სამართალდამცველებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს. მოიყვანეს ამწე და ისე ცდილობდნენ ეს ბიჭი ქანდაკებიდან ჩამოეყვანათ. თავიდან უარს ამბობდა ჩამოსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვიდა. აქ როგორც ამბობენ, ეს ბიჭი თერჯოლიდან არის, ზედმეტსახელად "ჩაქუჩას" ეძახიან და სოციალურ ქსელში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ვიდეოებს აქვეყნებს. ქანდაკებაზე ასულიც ხალხს ზემოდან ეძახდა, მარიხუანა მომაწოდეთო", -
განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

29 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები