მიმინოშვილიც გაუშვეს... კიდევ ვის დაატოვებინა თანამდებობები განათლების მინისტრმა?
10-09-2018
მიმინოშვილიც გაუშვეს... კიდევ ვის დაატოვებინა თანამდებობები განათლების მინისტრმა?
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები - თემურ მურღულია და ლია გიგაურიც ტოვებენ.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ცვლილებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში იხილავთ დანარჩენ ცვლილებებს", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის გა
დაწყვეტილებით, პოსტებს დაემშვიდობნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე.


"ინტერპრესნიუსი"

antibneleti
10 სექტემბერი 2018 18:42
ასე იცის ღრმად გაქოცებამ!

რედაქტორის რჩევით