თბილისში, ნანგრევების ქვეშ სამი მოზარდი მოყვა - კვირის პალიტრა

თბილისში, ნანგრევების ქვეშ სამი მოზარდი მოყვა

თბილისში, ნანგრევების ქვეშ სამი მოზარდი მოყვა, რომლებმაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ ზეემკას დასახლებაში მოხდა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, დაშავებული სამი ბავშვიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებიდან 2 ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულ მოზარდებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.

"ინტერპრესნიუსი"