"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები კახი კავსაძის შვილიშვილი
10-09-2018
"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები კახი კავსაძის შვილიშვილი
ირინ­კა კავ­სა­ძე 15 წე­ლია აშშ-ში, ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. 10 წლის იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა... უცხო­ეთ­ში გაზ­რდი­ლი არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ვე­ღარ სა­უბ­რო­ბენ, ირინ­კას კი ეს საფრ­თხე არ და­მუქ­რე­ბია - ქარ­თუ­ლად ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე ლა­პა­რა­კობს, რა­შიც მშობ­ლებს ემად­ლი­ე­რე­ბა:

"ამე­რი­კა­ში სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ, სახ­ლშიც ამ ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ქარ­თუ­ლი მა­ვი­წყდე­ბო­და, შინ ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კი ამიკ­რძა­ლეს" - გვე­უბ­ნე­ბა ირინ­კა.


ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რია - მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობს. ბა­ბუა უზო­მოდ უყ­ვარს და ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად ენატ­რე­ბა. ირინ­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვით ჩა­მო­ვი­და, რად­გან აქ ერთ-ერთ პრო­ექ­ტში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. იქამ­დე კი მისი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

"თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც
აქ დავ­ტო­ვე ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი, სკო­ლა და უეც­რად ამე­რი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რად­გა­ნაც ასე გა­და­წყდა, მა­მას იქ სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. ოჯა­ხი ჩავ­ლაგ­დით და წა­ვე­დით. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ქარ­თვე­ლი კლა­სე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც მივ­ლი­და, რა­ღაც ისე მოხ­და, რომ თით­ქოს მას­ზე ვი­ყა­ვი მი­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ახალ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და... განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით