"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები კახი კავსაძის შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები კახი კავსაძის შვილიშვილი

ირინკა კავსაძე 15 წელია აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს, პროფესიით მსახიობია. 10 წლის იყო, როცა საქართველო მშობლებთან ერთად დატოვა... უცხოეთში გაზრდილი არაერთი ქართველი მინახავს, რომლებიც ქართულად გამართულად ვეღარ საუბრობენ, ირინკას კი ეს საფრთხე არ დამუქრებია - ქართულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ლაპარაკობს, რაშიც მშობლებს ემადლიერება:

"ამერიკაში სკოლაში რომ შევედი, ინგლისურის სწავლით ბედნიერი ვიყავი, ამიტომ, სახლშიც ამ ენაზე ვსაუბრობდი, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ქართული მავიწყდებოდა, შინ ინგლისურად ლაპარაკი ამიკრძალეს" - გვეუბნება ირინკა.

ჩვენი რესპონდენტი ცნობილი ოჯახის წევრია - მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილია, რითაც ძალიან ამაყობს. ბაბუა უზომოდ უყვარს და ამერიკაში ყოფნისას მუდმივად ენატრება. ირინკა საქართველოში დროებით, რამდენიმე თვით ჩამოვიდა, რადგან აქ ერთ-ერთ პროექტში აპირებს მონაწილეობის მიღებას. იქამდე კი მისი ამერიკული ცხოვრების შესახებ გვიყვება:

"თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგანაც აქ დავტოვე ბევრი ახლობელი, მეგობარი, სკოლა და უეცრად ამერიკაში აღმოვჩნდი, რადგანაც ასე გადაწყდა, მამას იქ სამსახური შესთავაზეს. ოჯახი ჩავლაგდით და წავედით. ძალიან გამიმართლა, რომ ქართველი კლასელი მყავდა, რომელიც მივლიდა, რაღაც ისე მოხდა, რომ თითქოს მასზე ვიყავი მიბარებული, თუმცა, ვიმეორებ, ახალ ცხოვრებასთან შეგუება ძალიან მიჭირდა... განაგრძეთ კითხვა