"ქურდი ფანჯრიდან გადავიდა" - ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს - კვირის პალიტრა

"ქურდი ფანჯრიდან გადავიდა" - ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს

სხალთის ეპარქია ხულოში ორი ტაძრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

"9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის.

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

აღსანიშნავია რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი",- ნათქვამია განცხადებაში

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.