რა ხდება "იბერიაში"?
რა ხდება "იბერიაში"?
უკვე რამდენიმე დღეა ტელეკომპანია "იბერია" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

"იბერიას" ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო, კომპანია - "ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია "იბერია". ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია "იბერია" და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული
საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ომეგა ჯგუფზე" ხდება ზეწოლა, რათა შემდეგ ხელში ჩაიგდონ ტელეკომპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება "ომეგა ჯგუფს". მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს არხმა მაუწყებლობა",-განაცხადა "იბერიას"
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.

ამასთან, "რუსთავი2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" მე­პატ­რო­ნე თამ­ბა­ქოს მაგ­ნა­ტი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, "იბე­რი­ას" ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის შვი­ლე­ბის კომ­პა­ნია ფლობს. ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს იმ­პორ­ტი და წარ­მო­ე­ბაა. არის "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ის "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან" აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რია. მისი მე­უღ­ლე ნატო ჩხე­ი­ძე კი ამა­ვე პარ­ტი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.
"იბე­რი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, "ომე­გა ჯგუ­ფი" ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვალი ერი­ცხე­ბა ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე".

"ომე­გა ჯგუფ­ში" შე­მა­ვალ, სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია შპს "ოჯთ"-ს (ომე­გა ჯგუ­ფის თამ­ბა­ქო) სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ხით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ერი­ცხე­ბა 51 მლნ 717 ათა­სი ლარი, რომ­ლის ძი­რი­თად ნა­წილს შე­ად­გენს თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია გა­დამ­ხდე­ლის მიერ 2015-2018 წლებ­ში. ეს არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვალი ერი­ცხე­ბა ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე. თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ამ­ჟა­მად, კომ­პა­ნი­ის მი­მართ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - ინ­კა­სო და ყა­და­ღა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პა­ნი­ამ ორ­ჯერ მი­მარ­თა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის (გრა­ფი­კის­თვის), რო­მე­ლიც მათი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ფორმ­და, თუმ­ცა გა­დამ­ხდე­ლის მიერ გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ორი­ვე გრა­ფი­კი გა­უქ­მდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ამ 11-ჯერ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის არ გა­მო­ყე­ნე­ბის/გა­უქ­მე­ბის თხოვ­ნით, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან, რათა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო სა­წარ­მოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­და­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნი­ამ სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ნაც­ვლად, გა­ნაგ­რძო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ზრდა, რის გა­მოც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი" - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს 7 სექ­ტემ­ბრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამ წუთებში არხის თანამშრომლები ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან.

"როცა ქვეყანაში პროკურატურას სძინავს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ერევიან, როცა ხელისუფლება გამოდის და აი, ამ სისულელეს აპრავებს, ერთადერთი გზა, ვისაც შეიძლება შევჩივლოთ და ვისთანაც შეიძლება ჩვენი პრობლემა მივიტანოთ, ეს ქვეყნის პრეზიდენტია. მოვედით, რათა მას ვუთხრათ, როგორ ებრძვის ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. მას მივაწვდით ინფორმაციას და ვთხოვთ დახმარებას, რომ არ დაიხუროს ტელეკომპანია.

პირდაპირ ეთერში გავიდა ჩანაწერები და არ უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება? ამიტომ ვიძახი, რომ სძინავს", - ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ამ საკითხზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ღიმილისმომგვრელია ბრალდებები, რომ ხელისუფლება სურს თითქოს, რომელიმე ტელევიზიის მითვისება.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი შეგვექმნა ახალი მედია, განგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს არ ჰქონდეს თავის საკუთარი მედია, ამიტომ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მედიათავისუფლების, გვჭირდება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია", - განაცხადა თალაკვაძემ.

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: "მე როგორც ვიცი, საუბარია რაღაც 5 წლის წინანდელ ჩანაწერზე. გამიჭირდება ამაზე ვისაუბრო. მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მითხრეს, რომ წლების წინანდელ ჩანაწერზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ, ამას მიაქცევენ ყურადღებას".

ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ და ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ...

საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იხილეთ ჩანაწერი

მკითხველის კომენტარი (2)
ენვერი
11 სექტემბერი 2018 17:23
გასაგებია. ე. ი. ჟურნალისტები, პირველ რიგში, ტელევიზიის დამოუკიდებლობაზე კი არა , თავის ხელფასებზე ზრუნავენ. თუმცა მათიც მესმის.
ომარი
11 სექტემბერი 2018 14:25
მე ჟურნალისტი ვარ და, ბუნებრივია, ვეწინააღმდეგები ხელისუფლების მიერ ნებისმიერი ტელევიზიის დახურვას, იბერია იქნება, რუსთავი-2 თუ რუსული არხები. მაგრამ, ჩემი აზრით, აქ საქმე ეხება არა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის დახურვას, არამედ თამბაქოს მაგნატის მიერ საწარმოო დავალიანების ჯიუტად არგადახდას. რა შუაშია აქ ტელევიზიის მუშაკთა პროტესტი?! ესენი რომ ჟურნალისტები იყვნენ, მათ თვითონ უნდა მოსთხოვონ თამბაქოს მაგნატს საწარმოო დავალიანების გადახდა. მაგრამ უკუღმართობა ის არის, რომ ისინი, ვისაც უნდა აკრიტიკებდნენ, მისგან იღებენ ხელფასს! უკეთუ თამბაქოს წარმოება წამგებიანია და თამბაქოს მაგნატს იმის საშუალება არა აქვს, რომ საწარმოო დავალიანება გადაიხადოს, შეუძლია, გაკოტრებულად გამოიცხადოს თავი და ხელისუფლება კი არ დახურავს საწარმოს, არამედ აუქციონზე გაიტანს მას, სხვა შეიძენს, უფრო ფხიანი და მისი მუშა-მოსამსახურენიც გააგრძელებენ შრომას. ხოლო თუ
ამბაქოს მაგნატს მიაჩნია, რომ ელისუფლების მოთხოვნა უკანონოა, მას შეუძლია ადვოკატი აიყვანოს და სასამართლოს
მიმართოს. შესაძლოა მას ადვოკატის ფულიც არა აქვს. მაგრამ, ღვთის მადლით, ჰყავს მწერალი სიძე და პარტიის თავმჯდომარე თარხან-მოურავი (ოლიგარქისტები და ფეოდალისტები 90-იან წლებში ერთმანეთს ხოცავდნენ ხალხის ქონებისათვის, ეხლა ერთად შეიკვრნენ ხალხის წინააღმდეგ) და კაი საჩივარს დაუწერენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები