რას ამბობენ საპატრიარქოში საქართველოში მარიხუანას შესაძლო წარმოებაზე?
რას ამბობენ საპატრიარქოში საქართველოში მარიხუანას შესაძლო წარმოებაზე?
საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხი შესაძლოა, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს კონფერენციაზე, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზებით ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კონფერენციის მოწყობა საპატრიარქომ ზაფხულში დაგეგმა, თუმცა საქართველოში მარიხუანას წარმოების შესახებ ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციაც ამ კონფერენციაზე მსჯელობის საგანი გახდება და საპატრიარქო თავის პოზიციას იქ დააფიქსირებს.

"საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 10:00
საათზე დაიწყება კონფერენცია, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემას ეძღვნება. იქ იქნება მსჯელობა ინფორმაციაზე, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება. კონფერენციის ჩატარების სურვილი ზაფხულში გაჩნდა. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოყვეს ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას. ამ კონფერენციაზე ეს საკითხი, რაც ახლა გახმაურდა, ერთ-ერთი ნომერ პირველი მსჯელობის საგანი
გახდება", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.
###
11 სექტემბერი 2018 16:09
სად არიან ჩვენი დიდად და ღრმად პატივცემული მაღალყოვლადუსამღვდელოესნი პეტრეთი დაწყებული, გრიგოლით გაგრძელებული, რატომ არიან დადუმებულნი ყველაზე საჭირბოროტო საქმეების დროს??? თუ მხოლოდ საპატრიარქოს და პატრიარქის სატკივარია ეს ავადმყოფობა? და ეს აღნიშნული ეპისკოსებიც საპატრიარქოს დამატებული თავისტკივილნი...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები