"ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა, რა მარიხუანაზე მელაპარაკებიან ეს მავნებლები?"
"ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა, რა მარიხუანაზე მელაპარაკებიან ეს მავნებლები?"
ფოტო:დავით ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანი, ჯემალ ჭკუასელი
ფოტოზე: დავით ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანი, ჯემალ ჭკუასელი

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია,
რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ ნივთიერებების ექსპორტზეა საუბარი, რომელიც კანაფისგან მიიღება და რომელიც მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებლად გამოიყენება.

მარიხუანასან დაკავშირებულ ინიციატივაზე მოსაზრება საზოგადოების წარმომადგენლებს ვკითხეთ:

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:
"თუ არ მეშლება, ადრე ნიკა გვარამიამ თქვა, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება იმიტომ გააკეთეს, რომ ბიძინას უნდა მარიხუანას წარმოებაო, მაშინ გამეცინა და არ ყოფილა სასაცილო. ამის დიდად მომხრე არ ვარ. თან შიდა ბაზარზე არა და მარტო ექსპორტისთვისო, ეგ ცოტა უცნაურია. აშკარაა, რომ 1-2 ადამიანის ჯიბეში წავა ეს ფული. და ვინ უნდა აწარმოოს? ალბათ დარეგისტრირდებიან იქნება სადმე ოფშორში, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილის. საქართველოში მარიხუანას მოპოვებაზე და საზღვარგარეთ გატანზე ვიღაცას მონოპოლია ექნება და იმხელა ფულს გააკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება. თუ ასეთი კანონპროექტი რეალურად არსებობს, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კონკრეტული პირის ინტერესები იქნება, სახელმწიფო ინტერესები ნამდვილად არ არის".

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:
"რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, საქართველოში არცერთი საწარმო არ არის გაკეთებული. "ვულოცავ" ქართულ საზოგადოებას, რომ პირველი საწარმო რომელიც გაკეთდება, იქნება მარიხუანის საწარმო. ადამიანები ღმუიან შიმშილით და ესენი აანონსებენ საქართველოში მარიხუანის წარმოების დაწყებას, ვითომ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ თუ რა ვართ? ყველაფერს აქვს ქვების სროლის და ქვების დაგროვების დრო. ფარმაკოლოგიისთვის ისე არ მიუხედავთ, ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა, რა მარიხუანაზე მელაპარაკებიან, ეს კრეტინები და მავნებლები? ვიღაცას უნდა შავი ფული გააკეთოს, სხვა რა უნდა ვთქვა?"
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:
"ახლა რაზეც მელაპარაკებით საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ის ინფორმაცია რაც ვრცელდება, კარგია იმ ქვეყანაში, სადაც ნორმალური ხალხი ცხოვრობს. ჩვენი ახალგაზრდობის შემხედვარე მაგის გაკეთება შეიძლება? ასე ხო ყველა დათესავს? პირადად მე, მარიხუანასთან დაკავშირებული არაფრის დაკანონებას არ ვისურვებდი".


თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)




მკითხველის კომენტარი (11)
არჩილ
12 სექტემბერი 2018 19:03
მარიხუანას დათესვას, კიტრი, პომიდორი და კარტოფილი დათესე და მოიყვანე მთავრობავ, მოკვდა ხალხი შიმშილით და მე როგორც გამიგია, მარიხუანის მოწევის შემდეგ, შიმშილის გრძნობა უფრო მძაფრდება თურმე.
პარტმუშაკმა ახალი პოსტი შეითავსა:
12 სექტემბერი 2018 16:42
ნ ა რ კ ო ბ ა რ ო ნ !!!

რა ქნას, მისი სული "ზაპადნი" ბანკირების ხელშია!!!
მაჩვიტას ახალი დირექტივა მოუვიდა "ზაპადიდან" და . . .
12 სექტემბერი 2018 16:39

. . . ნარკოპლანტატორიც გაგვეჩითაააა...
qutaiseli
12 სექტემბერი 2018 14:39
მერე შენც ულვაშას და მაღალისდა ტანადის ხუთიანი შემოხაზე და ნაკლებად იქნები გადაგვარებულიც და დაბოლილიც მიუხედავათ იმისა რო მაღალი და ტანადი ხშირად იყო კაიფში.
ილია
12 სექტემბერი 2018 14:26
მარიხუანას მავნებლობაზე და ამ უაზრო იდეაზე საუბარიც ზედმეტია. კითხვა ქალბატონ თაკოსთან მაქვს რამ გაგამწარად ესე თქვენ არ იყავით ქოცების მომხრე, თუ კულტურის მინისტრობა რომ ვერ მიიღეთ შეგეცვალათ აზრი
12 სექტემბერი 2018 14:15
კატეგორიულად ვემიჯნები მარიხუანას ლეგალიზაციას.ეგ იქნება ხალხის და ქვეყნის დაღუპვის წინაპირობა.
Gigia
12 სექტემბერი 2018 13:49
ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა...

ციტრამონი და ნო-შპა წამლებია? უნდა გვქონდეს მათი წარმოება? რატომ?
ხომ არ მოვიდა დრო გადავხედოთ საბჭოთა სტერეოტიპულ შეხედულებებს თვითმკურნალობაზე და ხმარებიდან ამოვიღოთ ძალიან ბევრი, არაფრის მაქნისი მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის იწარმოება?!
სუზი
12 სექტემბერი 2018 13:26
ყოჩაღ, არაჩვეულებრივი აზრია. ვაი ვაი.
???????????
12 სექტემბერი 2018 12:27
გამოიღვიძეთ ქარტველნოოოოო!!!! გამოდით გარეთ ,მარტო კომენტარები არ კმარაა.ხომ ხედავთ რას აპირებენ ეს სადისტები,ცოცხლად კლავენ ერს!!!!! ვინმე აღარ უნდა გამოჩნდეს წინამძღოლი?
Elpite
12 სექტემბერი 2018 11:20
Streptocodi, abi glukoza da broceulis oynebi gamogfchat :)
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები