"ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა, რა მარიხუანაზე მელაპარაკებიან ეს მავნებლები?"
12-09-2018
"ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა, რა მარიხუანაზე მელაპარაკებიან ეს მავნებლები?"
ფოტო:დავით ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანი, ჯემალ ჭკუასელი
ფოტოზე: დავით ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანი, ჯემალ ჭკუასელი

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია,
რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ ნივთიერებების ექსპორტზეა საუბარი, რომელიც კანაფისგან მიიღება და რომელიც მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებლად გამოიყენება.

მარიხუანასან დაკავშირებულ ინიციატივაზე მოსაზრება საზოგადოების წარმომადგენლებს ვკითხეთ:

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:
"თუ არ მეშლება, ადრე ნიკა გვარამიამ თქვა, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება იმიტომ გააკეთეს, რომ ბიძინას უნდა მარიხუანას წარმოებაო, მაშინ გამეცინა და არ ყოფილა სასაცილო. ამის დიდად მომხრე არ ვარ. თან შიდა ბაზარზე არა და მარტო ექსპორტისთვისო, ეგ ცოტა უცნაურია. აშკარაა, რომ 1-2 ადამიანის ჯიბეში წავა ეს ფული. და ვინ უნდა აწარმოოს? ალბათ დარეგისტრირდებიან იქნება სადმე ოფშორში, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილის. საქართველოში მარიხუანას მოპოვებაზე და საზღვარგარეთ გატანზე ვიღაცას მონოპოლია ექნება და იმხელა ფულს გააკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება. თუ ასეთი კანონპროექტი რეალურად არსებობს, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კონკრეტული პირის ინტერესები იქნება, სახელმწიფო ინტერესები ნამდვილად არ არის".

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:
"რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, საქართველოში არცერთი საწარმო არ არის გაკეთებული. "ვულოცავ" ქართულ საზოგადოებას, რომ პირველი საწარმო რომელიც გაკეთდება, იქნება მარიხუანის საწარმო. ადამიანები ღმუიან შიმშილით და ესენი აანონსებენ საქართველოში მარიხუანის წარმოების დაწყებას, ვითომ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ თუ რა ვართ? ყველაფერს აქვს ქვების სროლის და ქვების დაგროვების დრო. ფარმაკოლოგიისთვის ისე არ მიუხედავთ, ციტრამონი არ აქვთ საკუთარი და ნოშპა, რა მარიხუანაზე მელაპარაკებიან, ეს კრეტინები და მავნებლები? ვიღაცას უნდა შავი ფული გააკეთოს, სხვა რა უნდა ვთქვა?"
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:
"ახლა რაზეც მელაპარაკებით საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ის ინფორმაცია რაც ვრცელდება, კარგია იმ ქვეყანაში, სადაც ნორმალური ხალხი ცხოვრობს. ჩვენი ახალგაზრდობის შემხედვარე მაგის გაკეთება შეიძლება? ასე ხო ყველა დათესავს? პირადად მე, მარიხუანასთან დაკავშირებული არაფრის დაკანონებას არ ვისურვებდი".


თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)




არჩილ
12 სექტემბერი 2018 19:03
მარიხუანას დათესვას, კიტრი, პომიდორი და კარტოფილი დათესე და მოიყვანე მთავრობავ, მოკვდა ხალხი შიმშილით და მე როგორც გამიგია, მარიხუანის მოწევის შემდეგ, შიმშილის გრძნობა უფრო მძაფრდება თურმე.
პარტმუშაკმა ახალი პოსტი შეითავსა:
12 სექტემბერი 2018 16:42
ნ ა რ კ ო ბ ა რ ო ნ !!!

რა ქნას, მისი სული "ზაპადნი" ბანკირების ხელშია!!!
მაჩვიტას ახალი დირექტივა მოუვიდა "ზაპადიდან" და . . .
12 სექტემბერი 2018 16:39

. . . ნარკოპლანტატორიც გაგვეჩითაააა...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები