"საქართველოს მთავრობა, აკი, "ბარიგობა" ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, აბა, მაგას რა ქვია?!" - რას წერენ "ფეისბუკში"? - კვირის პალიტრა

"საქართველოს მთავრობა, აკი, "ბარიგობა" ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, აბა, მაგას რა ქვია?!" - რას წერენ "ფეისბუკში"?

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო დისკუსია ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნით, კანაფის პროდუქტების ექსპორტის ლიცენზიის დაშვებაზე", - განაცხადა პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს ექსპორტზე გატანის მიზნით საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყებას.

მისივე თქმით, ეს იყო მხოლოდ დისკუსია. როგორც ზოიძემ აღნიშნა, საბოლოოდ ეს რა სახეს მიიღებს, ამის შესახებ უკვე მთავრობის სხდომაზე შსს კანონპროექტს რომ წარმოადგენს, მერე გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს.

ამ ინფორმაციას აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"მარიხუანაზე საკონსტიტციოს გადაწყვეტილების მერე ნიკა გვარამიამ რომ დაწერა, ეს გადაწყვეტლება იმიტომ მიიღეს, ბიძინას უნდა საქართველოში მარაიხუანას ბიზნესის დაწყებაო, ვიფიქრე, ამხელა ფილარმონია ტელევიზიის დირექტორი სულ მთალდ "ასავალ-დასავალი" გამხდარა - მეთქი, მაგრამ ხედავთ მთავრობამ რა იკისრა?! ვინ გაცალა ჭორებზე მაღლა დადგომა?! : მთლად ბიძინას თუ არა, ვიღაცის "ბიძინესი" რომ იჩითება, ფაქტია

p.s. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ სულაც არ ვარ წინააღმდეგი, უფრო შორს წავიდეთ და არა მარტო სამედიცინო მარიხუანას მოყვანა და გაყიდვა იყოს ლეგალური, ოღონდ მკაცრი რეგულაციის ფარგლებში, როგორც ეს ჰოლანდიაშია. უნდა იყიდებოდეს კონკრეტულ ლიცენზილებულ კოფიშოპებში. ასე უფრო კარგად მოხერხდება იმის კონტროლი, რომ არასრულწლოვანებს არ მიყიდონ. მერე ნახეთ ტურიზმის აყვავება თქვენ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:

"საქართველოს მთავრობა - აკი, ბარიგობა ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, მაგას რა ქვია თქვენს ენაზე?!"

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:

"მე მაინც მგონია, რომ რაღაცით უნდა გამოვირჩეოდეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან. სამედიცინო მარიხუანას ბევრი შემდგარი ქვეყანა აწარმოებს. ამდენი მიწა გვაქვს და ამ ბიზნესით მილიარდები შედის ყველგან. ამის გარეშეც ვისაც მოწევა უნდა, ისედაც ეწევა და არ არის საგანგაშო ამბავი. პირიქით. მე მივესალმები".