"საქართველოს მთავრობა, აკი, "ბარიგობა" ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, აბა, მაგას რა ქვია?!" - რას წერენ "ფეისბუკში"?
11-09-2018
"საქართველოს მთავრობა, აკი, "ბარიგობა" ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, აბა, მაგას რა ქვია?!" - რას წერენ "ფეისბუკში"?
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო დისკუსია ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნით, კანაფის პროდუქტების ექსპორტის ლიცენზიის დაშვებაზე", - განაცხადა პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს ექსპორტზე გატანის მიზნით საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყებას.
მისივე თქმით, ეს იყო მხოლოდ დისკუსია. როგორც ზოიძემ აღნიშნა, საბოლოოდ ეს რა სახეს მიიღებს, ამის შესახებ უკვე მთავრობის სხდომაზე შსს კანონპროექტს რომ წარმოადგენს, მერე გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც
ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს.

ამ ინფორმაციას აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

მერაბ
მეტრეველი, ჟურნალისტი:

"მარიხუანაზე საკონსტიტციოს გადაწყვეტილების მერე ნიკა გვარამიამ რომ დაწერა, ეს გადაწყვეტლება იმიტომ მიიღეს, ბიძინას უნდა საქართველოში მარაიხუანას ბიზნესის დაწყებაო, ვიფიქრე, ამხელა ფილარმონია ტელევიზიის დირექტორი სულ მთალდ "ასავალ-დასავალი" გამხდარა - მეთქი, მაგრამ ხედავთ მთავრობამ რა იკისრა?! ვინ გაცალა ჭორებზე მაღლა დადგომა?! : მთლად ბიძინას თუ არა, ვიღაცის "ბიძინესი" რომ იჩითება, ფაქტია

p.s. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ სულაც არ ვარ წინააღმდეგი, უფრო შორს წავიდეთ და არა მარტო სამედიცინო მარიხუანას მოყვანა და გაყიდვა იყოს ლეგალური, ოღონდ მკაცრი რეგულაციის ფარგლებში, როგორც ეს ჰოლანდიაშია. უნდა იყიდებოდეს კონკრეტულ ლიცენზილებულ კოფიშოპებში. ასე უფრო კარგად მოხერხდება იმის კონტროლი, რომ არასრულწლოვანებს არ მიყიდონ. მერე ნახეთ ტურიზმის აყვავება თქვენ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:
"საქართველოს მთავრობა - აკი, ბარიგობა ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, მაგას რა ქვია თქვენს ენაზე?!"

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:
"მე მაინც მგონია, რომ რაღაცით უნდა გამოვირჩეოდეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან. სამედიცინო მარიხუანას ბევრი შემდგარი ქვეყანა აწარმოებს. ამდენი მიწა გვაქვს და ამ ბიზნესით მილიარდები შედის ყველგან. ამის გარეშეც ვისაც მოწევა უნდა, ისედაც ეწევა და არ არის საგანგაშო ამბავი. პირიქით. მე მივესალმები".

მკითხველის კომენტარი (15)
muxa
11 სექტემბერი 2018 21:52
იმ ქვეყანას (და იმ ჭურნალისტებს) გავარტყი, სტეფანეს აზრს რომ გამოაქვეყნებენ და ჩემსას დაბლოკავენ .....
ccc
11 სექტემბერი 2018 21:36
ნანული ძვირფასო, რომელი ფორმაა სწორი- მარიხუანას თუ მარიხუანის? ისე ხუანის და ხუინის თქმას არ გირჩევიათ, მისი სახელი- კანაფი თქვათ?
უარესის უარესები მოეთრნენ ქაჯი ტეტიას თამადობით
11 სექტემბერი 2018 19:23
ასე რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა, რაიმე დარჩა ცუდი რომ შეიძლებოდეს და არ გაგეკეთებინოთ საკუთარი ქვეყნისთვის? რა ჯიშის და რა წამწყდარი სულის რეგვენები შემოესიეთ 30 წელია ამ ქვეყანას თქვე დ ,,,,,,,,,,,ოოოოო ??????????
ნანულას
11 სექტემბერი 2018 19:13
ქალბატონო ფილოლოგო ნანული, როგორ იქნება სწორი ფორმა მარიხუანის თუ მარიხუანას (თუმცა ეს სულ სხვა თემაა და მცენარეს, რომლის კულტივირებაც უნდა მოხდეს ჰქვია კანაფი).
GIGUSHA
11 სექტემბერი 2018 18:45
ნანუკა!!! ბარიგობა ტეხავს როცა ,სოდ,-ის უფროსი ხარ!! როცა სუბოტექსს რომელიც 1 ევრო გირს 500 ლარად ყიდი!! ეს ხმას რო აგებს კიდევ ვინმეს ბარიგობაზე!! ნამუსზე ხელი დიდი ხანია აგებული რო გაქვს ვიციტ!! იმ სუბოტექსის გაყიდვიდან აგებული ფულიტ გაქვს ნაყიდი ყველაფერი!! ტუ კოდუა ყოველ ტვე ხელფასს ელოდებოდა??!! სანამ სიტყვა ,ბარიგას, ან მორფინისტს იყტვი,, ყოფილ ქმარს გახედე ხოლმე!!! ისე ცნობისატვის,, ევროპელობა რო გინდა ნანუკა და არაფრის აზრზე არ ხარ! ბევრი ქვეყანა ყიდის მარიხუანას (ამერიკის ზოგიერტ ქალაქსი ავტომატებიც დგას, ხო, ხო, ისეტივე როგორიც კოკა-კოლის) ჰოლანდია? არის სპეციალური კაფეები, ოგონდ 21 წლამდე ფეხს ვერ დადგავ იქ!!

რედაქტორის რჩევით