ზაზა სარალიძე აქციაზე შეუძლოდ გახდა
11-09-2018
ზაზა სარალიძე აქციაზე შეუძლოდ გახდა
პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. მას მედიკოსები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.


მანამდე კი სარალიძესა და საპატრულო პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ზაზა სარალიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა, დაეტოვებინათ ტერიტორია, ვინაიდან ის მართავდა მისი შვილის საქმეში სიმართლის დასამტკიცებლად საპროტესტო აქციას.

აქციის დროს სარალიძის მხარდამჭერებმა მიიტანეს რკინის კონსტრუქციის კარავი, რომლის გაშლასაც ცდილობდნენ, თუმცა, ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით