ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
ზაზა სარალიძე პრევენციის მიზნით სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ამას წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. სარალიძემ რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს თემურ კუპატაძეს. დაპირისპირების დროს ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის აქციის მონაწილეებმა ადგილიდან
გაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს.

მას შემდეგ, რაც სარალიძე რუსთაველის გამზირიდან გაიყვანეს, კიდევ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ პოლიციამ მათი კარვები ტერიტორიიდან გაიტანა. ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალსა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი საპატრულო პოლიციამ აღმოფხვრა.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე. გაძლიერებულია შს სამინისტროს წარმომადგენელთა რაოდენობა.

"ინტერპრესნიუსი"

Lado
11 სექტემბერი 2018 22:24
Eg saralize ukve seriozulad amlashebs, misma aqciebma sxva datvirtva da sxva mimartuleba sheizina ashkarad :(

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები